reportiori.ge - გოგლა ჟვანია: უსაფუძვლო ცილისწამება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება - ბუნებრივია, დასჯადი უნდა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:19
საზოგადოება
გოგლა ჟვანია: უსაფუძვლო ცილისწამება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება - ბუნებრივია, დასჯადი უნდა იყოს!
04 თებერვალი, 2016. 14:47


საპარლამენტი უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის  შესახების კანონპროექტზე „რეპორტიორთან" საუბრობს. პარლამენტარი მიიჩნევს, კანონპროექტში ზუსტად უნდა იყოს დასაბუთებული, რა გადაცდომებისთვის შეიძლება დაისაჯოს კონკრეტული პირი. გოგლა ჟვანია ამ კონკრეტული კანონპროექტის მიღებას არ მიესალმება.


„ცოტა საკამათოდ მეჩვენება ეს კანონპროექტი. თუ ამ იდეის ინიციატორმა, ამ შემთხვევაში ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, ასეთი კანონის არსებობა აუცილებლობად მიიჩნია, უნდა დაასაბუთოს, რა განსაზღვრული გადაცდომებისთვის შეიძლება ადამიანი დაისაჯოს. სისხლის სამართლის კოდექსში ადრე  ცილისწამების მუხლი იყო,  რომელიც 2004 წელს ამოიღეს. ძალიან ბევრი ცილისწამება მსმენია როგორც პატრიარქის, ისე სხვა ადამიანების მიმართაც, ეს საკუთარ ოჯახზეც მაქვს გამოცდილი. უსაფუძვლო ცილისწამება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება - ბუნებრივია, დასჯადი უნდა იყოს. აი, ამ შემთხვევაში ცილისწამების მუხლის აღდგენას ნამდვილად მივესალმები. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, ვუჩივლოთ და პასუხი მოვთხოვოთ მას, ვინც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს. ახლა რაზეც ვისაუბრე, ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკითხი, თუ რაზე შეიძლება ადამიანმა პასუხი აგოს. ამიტომ, როდესაც რაღაც სასჯელს აწესებ, აუცილებელია, კონკრეტულად განსაზღვრო, რის გამო აგებს ადამიანი პასუხს და ეს არ იყოს ზოგადი ფორმულირებებით ნათქვამი, რომ  შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტოს, რა იქნება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", - აცხადებს ჟვანია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016