reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: ნუ დავკორტნით გოგი თოფაძეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:41
პოლიტიკა
ზაზა პაპუაშვილი: ნუ დავკორტნით გოგი თოფაძეს!
04 თებერვალი, 2016. 16:16


„ჩემი თხოვნაა, ნუ მივესევით გოგი თოფაძეს და დავკორტნით. საკვები გამოუჩნდათ, მიესევიან ახლა სვავებივით დაუწყებენ კორტნას", - ამის შესახებ პარლამენტარმა ზაზა პაპუაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის პარლამენტში გამოსვლის დროს გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, თუ ვინმე ითხოვს კორექტულობას, „კეთილი ინებონ და თავადაც კორექტულად მოიქცნენ". რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, პაპუაშვილის თქმით, გოგი თოფაძე უფრო კარგად რომ ყოფილიყო მომზადებული, უფრო ნათელი იქნებოდა, რას გულისხმობდა საკუთარ განცახდებაში.


„თოფაძე საუბრობდა 2001 წელს მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც ქართველ ხალხის გონებრივ სიჩლუნგეზე და ჩამორჩენილობაზე საუბრობდა. თავად ეს წერილი საკამათოა და არცთუ ისე კორექტული. თუმცა მიმაჩია, რომ ამის გარჩევის ადგილი პარლამენტი არ იყო. ვფიქრობ, თუ უფრო კარგად ჩამოაყალიბებდა თოფაძე გამოსვლის ტექსტს და სტრუქტურას, უმჯობესი იქნებოდა.  

 

რაც შეეხება დაავადებას, რომელიც მან ახსენა, ვფიქრობ, მას ამის ხსენება არ უნდოდა. დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფის მისაყენებლად არ გამოუყენებია. ეს იყო ემოციურად წამოსროლილი ფრაზა, მექანიკური წამოსროლა და არავითარ შემთხვევაში გააზრებულად ნათქვამი", - განაცხადა პაპუაშვილმა.


პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი „დაუნებს შეადარა". გოგი თოფაძის განცხადებით, სტატიაში სახელწოდებით - „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ", მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა და  ქართველ ერი ჩლუნგებად მოიხსენია.



თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა, კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდება", - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016