reportiori.ge - ''არ მოვისვენებ, სანამ მართლმადიდებლობას საბოლოოდ არ დავასრულებ'' - ვინ არის გიორგი მაისურაძე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:06
საზოგადოება
''არ მოვისვენებ, სანამ მართლმადიდებლობას საბოლოოდ არ დავასრულებ'' - ვინ არის გიორგი მაისურაძე
04 თებერვალი, 2016. 18:15


ლექტორი გიორგი მაისურაძის განცხადებით, მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე და მანამ არ მოისვენებს, სანამ მართლმადიდებლობას საბოლოოდ არ დაასრულებს. მაისურაძის ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" ეხმაურება:


„ვნახე გიორგი მაისურაძის განცხადება, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. ჩემი ღრმა რწმენით, ამ განცხადებაში რეალურად აღნიშნულია ის, თუ რა მიზანს ემსახურებიან ე.წ. არასამთავროები და, პირდაპირ ვიტყვი,  არასამთავროებს „ქართველოფობია" სჭირთ. მათი მიზანი ნამდვილად არის ქართული ეკლესიების დანგრევა და მართლმადიდებლობის აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც მაისურაძემ ღიად განაცხადა. ეს არის გიგა ბოკერიას კლანი, ლევან რამიშვილი, გია ნოდია, გიგი თევზაძე, ნინია კაკაბაძე, გოგი გვახარია და ბევრი სხვა.

 

მათ სახელი არ აქვთ, მათი სახელი მებრძოლ ათეისტთა ლეგიონია, რომელიც დაფუძნებულია იმისთვის, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დაანგრიონ, ისევე, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკები ცდილობდნენ, დაენგრიათ ეკლესია და ყოველგვარ ძალადობრივ მეთოდებს მიმართავდნენ.

 

შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ გიორგი მაისურაძე არ არის არანაირი უფლებადამცველი. ამდენი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი იმის აღნიშვნისგან, თუ ვინ არის ეს პიროვნება. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო ე.წ „პუტჩის" სტუდენტთა ლიდერი; რომელიც ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდა.

 

გავიხსენებ 1992 წლის იანვრის თვეს, როცა ჩვენ,  სტუდენტები, შეკრებილები ვიყავით უნივერსიტეტის ბაღში, რათა გაგვეპროტესტებინა ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის მიერ განხორციელებული სახელმწიფო-სამხედრო გადატრიალება. უნივერსიტეტის ბაღში გამოჩნდნენ წვერმოშვებული ბანდიტები, ე.წ. მხედრიონელები. სწორედ მათთან ერთად იყვნენ მაისურაძე, ბოკერია, გაბაშვილი და სწორედ ისინი მიუთითებდნენ და გვაბეზღებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ  ჩვენ ვიყავით ზვიადისტი სტუდენტები და აჭერინებდნენ ჩვენს თავს.

 

გიორგი მაისურაძე ედუარდ შევარდნაძეს უძღვნიდა ლექსებს, უნივერსიტეტშიც მან მოიყვანა შევარდნაძე შეხვედრაზე და განსხვავებული აზრის სტუდენტები დაგვარბიეს და დაგვაპატიმრეს. ეს ადამიანები ბნელი, 90-იანი წლებიდან მოდიან და მუდმივად იყვნენ საქართველოს და ქართული სახელმწიფოებრობის წინააღმდეგნი.

 

დღეს ისინი უკვე ღიად აცხადებენ უდიდეს მკრეხელობას და მათი მიზანი მართლმადიდებლობის განადგურებაა. პირდაპირ აცხადებენ, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ მართლმადიდებლობას არ აღმოფხვრიან ჩვენს ქვეყანაში. მათ უკვე ყველა ზღვარს გადააბიჯეს და ღია ბრძოლა გამოგვიცხადეს . ამ ბრძოლაში ყველა კეთილი ნების ადამიანმა უნდა აღიმაღლოს ხმა და საკადრისი, ინტელექტუალური პასუხი გასცეს ამ ადამიანებს.

 

მივმართავ პოლიტიკოსებს, რომ ამოიღონ ხმა არ უმსგავსობაზე.  არავის არ დავანებებთ ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოტანილ ჩვენს რწმენას. გიორგი მაისურაძე  კი არა, მონღოლებმა, არაბებმა თურქ-სელჯუკებმა და სხვა დამპყრობლებმა ვერ მოახერხეს ჩვენში მართლმადიდებლური რწმენის ჩაკვლა და გიორგი მაისურაძეები და მსგავსი ადამიანები, რომლებიც „ქართველოფობიით" არიან შეპყრობილები, მითუმეტეს ვერ მოახერხებენ ამას, მაგრამ ასეთი განცხადებისთვის რა თქმა უნდა,  ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა და საკადრისი პასუხის გაცემა სჭირდება", - განაცხადა ბრეგაძემ.



ცნობისთვის, მაისურაძემ სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მალევე წაშალა. 

 

 

 

 

***

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016