reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: კონსტიტუციაში უნდა განიმარტოს „მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:42
პრეს-დაიჯესტი
ზვიად ტომარაძე: კონსტიტუციაში უნდა განიმარტოს „მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი“...
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 10:22


ერთსქესიან წყვილთა ქორწინების დაკანონება დაუშვებლად მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიული საზოგადოება-XXI"-ის დირექტორს ზვიად ტომარაძეს. „კვირის ქრონიკასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ სამართლებრივად მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება, ამისთვის კონსტიტუციაში უნდა განიმარტოს  „მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი".

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნია ძალადაკარგულად ცნოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, სადაც საუბარია, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი", რადგან ეს მუხლი წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. მართალია, კონსტიტუციაში (36-ე მუხლში) განმარტებული არ არის ქორწინების სუბიექტები, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ანტიკონსტიტუციურად ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი.

ჩემი აზრით:

 1. ტრანსგენდერი „მაცაცო" ამ ყველაფერს მარტო ვერ გაბედავდა, ის უბრალო შემსრულებელია, მთავარი დამკვეთი ულტრალიბერალურ პოლიტიკურ ორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ.

 

2. მათი გათვლა მარტივია, კერძოდ, ყველაზე რეალურია, სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდეს. როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, 1106-ე მუხლის მოქმედება შეჩერდება, რის შედეგადაც მათ  არ გაუჭირდებათ ერთსქესიანი წყვილის მონახვა (თუნდაც არაქართველების), რომლებიც მიაკითხავენ ქორწინების სახლს ხელის მოსაწერად. რა თქმა უნდა, იქიდან მათ უარით გამოისტუმრებენ. ამის შემდეგ ეს წყვილი სარჩელს შეიტანს სასამართლოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის მოტივით, სადაც სასამართლო გაამართლებს, რადგან სამოქალაქო კოდექსი შეჩერებული იქნება, ხოლო პარლამენტის მიერ შარშანწინ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის პოლიტიკურ წარსულს და მათ ბოლოდროინდელ „საქმიანობას"  გავითვალისწინებთ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ „მაცაცოს" სარჩელი დააკმაყოფილოს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა.

4. გამოსავალი: სამართლებრივად მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება, ამისთვის კონსტიტუციაში უნდა განიმარტოს  „მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი". ამ საკითხზე  საკანონმდებლო მუშაობა ჯერ კიდევ ნოემბერში დავიწყე, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეულ მიზეზთა გამო, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი", -  განაცხადა ზვიად ტომააძემ..

 

 

 

 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016