reportiori.ge - დიმიტრი ჯაიანი: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის პრეზიდენტი, ასე არ ვილაპარაკებდი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:28
პოლიტიკა
დიმიტრი ჯაიანი: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის პრეზიდენტი, ასე არ ვილაპარაკებდი...
05 თებერვალი, 2016. 12:05


„იმ კუთხით თუ მივუდგებით, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაშინ გოგი თოფაძეს არაფერი დაუშავებია და საბოდიშოც არ აქვს", - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გოგი თოფაძის განცხადებაზე საუბრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმა ჯაიანმა „რეპორტიორს" განუცხადა. თუმცა როგორც ჯაიანი აღნიშნავს, პრეზიდენტზე ის არ ისაუბრებდა იმგვარად, როგორც მისმა კოლეგამ ისაუბრა.

 

„პირადად მე, ასე არ ვისაუბრებდი პრეზიდენტზე, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ის, მაინც არ ვილაპარაკებდი ასე. რაც შეეხება პრეზიდენტის წერილს, რომელიც მან 2001 წელს გამოქვეყნა, ჩემი შეფასებით, ეს ძალიან ცუდი წერილია.

 

ხომ იძახიან, სიტყვის თავისუფლებააო, ჰოდა, თქვა ადამიანმა. მაგრამ მე პირადად, ასე არ ვიტყოდი, უფრო სხვა თემებზე გავაკეთებდი აქცენტს. შეურაცხყოფას არავის მივაყენებდი. თოფაძემ „დაუნი" ახსენა და ამ სიტყვის გამო ბავშვების დედები გამოვიდნენ, ისინიც მართლები არიან. ბატონი გოგი მე ძალიან მიყვარს, პრონციპული კაცია და ბევრი რამე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა სიტყვა „დაუნი" არ უნდა ეხმარა", - განაცხადა ჯაიანმა.

 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი „დაუნებს შეადარა". გოგი თოფაძის განცხადებით, სტატიაში სახელწოდებით - „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ", მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა და  ქართველ ერი ჩლუნგებად მოიხსენია.



თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდება", - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016