reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:57
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 11:53


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის „ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი პროექტი იქნება ახალი მიდგომებით გამორჩეული და „ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ".



„ჩვენ ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, შევძინოთ ახალი ენერგია ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები, ბაღები, პარკები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი გადატვირთული ცხოვრებისთვის. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მათ შესაბამისად დაისვენონ და ეკოლოგიაც გავაუმჯობესოთ კონკრეტულად ამ რეგიონში და რაიონში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის განმარტებით, პროექტში 200-ზე მეტი პროფესიონალია ჩართული და კიდევ უფრო მეტი - არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები ჩაერთვებიან. პრემიერ-მინისტრმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ არა მხოლოდ ფასადებს აღვადგენთ, ეზოებში შევდივართ და მთლიანად განვაახლებთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასებს თბილისში. მოგეხსენებათ, რომ თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის ხალხთა ერთად ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი იმ ვადებში დამთავრდეს, რაზეც დღეს არის საუბარი და ეს არის 2016 წლის ბოლო.


ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშრუტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შენობაზე, რომლის აღდგენაც მოხდება, გამოკრული იქნება კალენდარი, თუ რა ვადაში დამთავრდება თითოეული შენობა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისთვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო, იმედისმომცემი. ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ და დღეს აქ აღმაშენებელის გამზირზე იწყება ეს პროცესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016