reportiori.ge - გიორგი მაისურაძე: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:41
საზოგადოება
გიორგი მაისურაძე: მანამ არ მოვისვენებთ, სანამ საქართველოში მართლმადიდებლობას არ დავასრულებთ
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 14:52


გთავაზობთ ილიას უნივერსიტეტის ლექტორის გიორგი მაისურაძის facebook-პოსტს:


„ამ ტექსტით მინდა მივმართო ლიბერალური ფასეულობების და საღი, თავისუფალი აზროვნების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დროა, ყველაფერს ღიად დაერქვას თავისი სახელი! ილუზიებში ნუ იცხოვრებთ, მეგობრებო! დღეს მართლმადიდებლობას იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, თვითონ თავისუფლების უწმინდეს იდეაზე. არა საპატრიარქოს, არა რომელიმე მღვდელმსახურს, არა პარლამენტს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ, პირველ რიგში, სწორედ - მართლმადიდებლობას, ამ შავბნელ, რუსულ, იმპერიალისტურ იდეოლოგიას. სწორედ მართლმადიდებლობა, და არა რომელიმე ორგანიზაცია ან პიროვნება, არის მთავარი წინაღობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვიდრებისა. და ყველა მისი მიმდევარი სინათლის და პროგრესის ცნობიერი თუ გაუთვითცნობიერებელი მტერია. ამიტომ ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით", - წერს მაისურაძე.


წერილი სულ რამდენიმე წუთი იყო გამოქვეყნებული facebook-გვერდზე, შემდეგ კი ის გაქრა. 


 

.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016