reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: ვერ ვიტყვი, რატომ არ ახსენა გ. მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:35
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდია: ვერ ვიტყვი, რატომ არ ახსენა გ. მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდია...
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 15:50


„გიორგი მარგველაშვილზე შესაძლოა იმოქმედა ქართველ ლიბერალთა ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის სამმა მითმა ზვიად გამსახურდიას შესახებ", - გთავაზობთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის კონსტანტინე გამსახურდია facebook-პოსტს:  

 

„გუბაზ სანიკიძის გამოსვლას რაც შეეხება: დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რატომ არ ახსენა გ. მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ მან მაინც მოახდინა ისტორიულ პირთა თემატიზირება.

 

მასზე შესაძლოა იმოქმედა ქართველ ლიბერალთა ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის 3 მითმა ზვიად გამსახურდიას შესახებ.

 

მითი პირველი: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში საქართველოში არნახული ძალით მძვინვარებდა „ეთნიკური ნაციონალიზმი" (რაც არის ფაშიზმის შედარებით ევფემისტური მეტსახელი), რუსთაველზე დიდი კოცონო ენთო, მას შემოსხდომოდნენ ზვიად გამსახურდია და მისი თანამებრძოლები, პირდაპირ ბრაწავდნენ და ჭამდნენ არაქართველებს.

 

მითი მეორე: ზვიად გამსახურდია არ ყოფილა განმანთავისუფლებელი. სსრკ ისედაც დაინგრეოდა.

 

მითი მესამე: ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეთნონაციონალიზმმა დისტანციურად მოკლა სამჯერ თუ ოთხჯერ ნაინფარქტალი მერაბ მამარდაშვილი (რომლის პიროვნებაზეც და მემკვიდრეობაზეც დაახლოებით 2 წლის წინ ამ სივრცეში საკმაოდ პოზიტიურად ვისაუბრე და აღარ განვმეორდები, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ფილოსოფოსის წინა ინფარქტებშიც აღნიშნულ პირთ არ დაედებათ ბრალი).

 

ეს მითოსური თეორია, ულტრა და ნეოლიბერალური ფრაქციის მიერ თითქოს ბროლის ჭურჭელზეა სერვირებული. მას „ბელას ტორტის" დახვეწილი ჩუქურთმებიანი ფორმები აქვს, რამდენადაც მისი გამტარებლები მაინც განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც ქართულის გარდა, სულ ცოტა 2 ან 3 ენაზე მეტყველებენ.

 

რაც შეეხება იმავე ნარატივს, ოღონდ უკვე როგორც იორღა ავტომატიანი გადამტრიალებლების, ნასუკარ-ნაკომუნისტარი რევანშისტების, ასევე ლავროვ-მედვედევის პროდუქტს, იგი ჟანგიანი რუსული სიმითაა სერვირებული, როგორც უფორმო და მყრალი მასა.

 

ახლაც წინ მიდევს გიორგი კეკელიძის და ემზარ ჯგერენაიას მიერ პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოცემული 4-ტომეული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გამოსვლები, განცხადებები, ინტერვიუები. სად, რომელ გვერდზე არის ეს ეთნიკური ნაციონალიზმი, ხომ ვერ მიმითითებდით?" - წერს გამსახურდია.



იხილეთ გუბაზ სანიკიძის გამოსვლა პარლამენტში:

http://reportiori.ge/?menuid=66&id=88004


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016