reportiori.ge - მოქალაქეთა სოციალური გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ?“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:02
საზოგადოება
მოქალაქეთა სოციალური გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ?“
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 15:51


ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა სოციალური გამოკითხვა-აქცია - „რა გაწუხებთ" გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეების გამოკითხვა მეტროსადგურ „რუსთაველისა" და „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ისინი სპეციალურ კითხვარებს ავსებდნენ,  ჯანდაცვის სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ურნებში ათავსებდნენ.


მოქალაქეებს, აქცია-გამოკითხვის ფარგლებში, საშუალება მიეცათ, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებასთან დაკავშირებული კითხვებისთვის გაეცათ პასუხი და ამ მიმართულებით, თავიანთი საჭიროებების შესახებ აზრი დაეფიქსირებინათ.


გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  „გლობალური ალიანსის" ერთობლივი და ერთად  ორგანიზებული პროექტია. ის 25 იანვარს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს, კითხვარების შევსება, როგორც სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში, ისე ვებ-გვერდის - www.1505.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.


მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. პროექტი "რა გაწუხებთ?" მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა.


მიღებული შედეგების მიხედვით, მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან" ერთად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016