reportiori.ge - ანზორ ქოქოლაძე: წინა ხელისუფლება ცდილობდა, ბიზნესი პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად გამოეყენებინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:50
საზოგადოება
ანზორ ქოქოლაძე: წინა ხელისუფლება ცდილობდა, ბიზნესი პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად გამოეყენებინა!
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 16:35


„Palitra TV"-ს გადაცემა „ბიზნეს პერსონაში" „Technoboom"-ისა და „Elit Electronics"-ის დამფუძნებელი ანზორ  ქოქოლაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დააფუძნა ეს ორი კომპანია და რა გზის გავლა მოუხდა მათ გადასარჩენათ წინა ხელისუფლების ზეწოლის გამო. მისი თქმით, წინა ხელისუფლებას უნდოდა, ბიზნესი მათი მმართველობის ქვეშ მოქცეულიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

 

 

Elit Electronics" 1996 წლის 7 მაისს დავაფუძნეთ. ბაზარზე კომპანიის დამკვიდრებას 10 წელი დასჭირდა. თავიდან  ბაზრობაზე ვყიდდით, ერთი წლის შემდეგ კი ბათუმში პირველი მაღაზია გავხსენით. 10 წელში ბაზრის ლიდერი გავხდით. წარმატების პიკს 12-13  წლის თავზე მივაღწიეთ, ეს იყო 2007-2008 წლები.

2010 წლამდე „ელიტ ელექტრონიქსის" 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვიყავი. იმ პერიოდში ცდილობდნენ, ბიზნესი პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად ექციათ. მთავრობას ტექნიკის სფეროს მონოპოლიზაცია უნდოდა.

 

დამაპატიმრეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ორი თვე ციხეში ვიყავი.  ჰქონდათ მხოლოდ ისეთი სახის მოთხოვნები, როგორიცაა საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა და უნდოდათ, სამსახურიდან გაგვეშვა ის თანამშრომლები, რომლებიც 2009 წლის საპროტესტო მიტინგებში იღებდნენ მონაწილეობას. ბუნებრივია, ამაზე უარს ვეუბნებოდით. უნდოდათ, ბიზნესი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ.

 

2007 წელს დიდი თანხის გადახდა დაგვაკისრეს, შემდეგ ტექნიკით დატვირთული კონტეინერები დაგვიკავეს საბაჟოებზე, დააპატიმრეს თანამშრომლები, დაიწვა ცენტრალური საწყობი, შემდეგ „თიბისი ბანკიც" ჩარიეს საქმეში და გვთავაზობდნენ, რომ თუ 51%-ს 9 მილიონად დავუთმობდით, ხელისუფლებასთან ურთიერთობას დაალაგებდნენ და მოაგვარებდნენ პრობლემებს დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით. ამაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით. ორ თვეში მიიღეს კანონი, რომლის პირველი მსხვერპლი ჩვენი კომპანია გახდა. „Elit Electronics" დააყადაღეს.

 

„თიბისი  ბანკისა" და ხელისუფლების მოქმედებებისინქრონული იყო და გამოიკვეთა, რომ ეს იყო ერთი თამაში. 2009 წელს „Elit Electronics" სამი თვე დახურული იყო. საბოლოოდ მივედით ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვუთხარით, რომ „Elit Electronics" დაკეტილი იყო და  ამით ქვეყანაც ზარალდებოდა, რადგან 2007-2008 წლებში ბიუჯეტში 45 მილიონი გვქონდა შეტანილი. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ ჩვენს მიმართ და თუ შევთანხმდებოდით „თიბისი  ბანკთან", მოგვიხსნიდნენ ყადაღას. საბოლოო ჯამში „TBC"-მ გადაიფორმა აქციების 55%, რომელიც შემდეგ კეზერაშვილის კომპანიას გაუფორმა. ამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა გადაფორმებები, მაგრამ ეს იყო ფიქტიური მოქმედებები. ჩვენ ამის მტკიცებულება გაგვაჩნია და ვფიქრობ, პროკურატურა გაითვალისწინებს. ამის შემდეგ ხელისუფლება ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ეს იყო კონფლიქტი ორ კერძო სუბიექტს შორის და არა სახელმწოფოს ზეწოლა ბიზნესზე.

 

ამის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია, მოვაგროვეთ 60 000 დოლარი, რომელიც ერთი თვის ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა, თუმცა თვითგადარჩენის ოპტიმიზმი და მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. მოვახერხეთ მომწოდებლებთან მოლაპარაკება და მივიღეთ სასაქონლო მცირე კრედიტები. „Technoboom"-ის პირველი სამი მაღაზია 2010 წელს გავხსენით. ახალმა კომპანიამ წარმატებას მიაღწია. „Technoboom"-ის წარმატების  პარალელურად „Elit Electronics"-ზე დავასაც ვაგრძელებდით.  „Technoboom"-ის  მეოთხე მაღაზიის გახსნიდან მე-10 დღეს დამაპატიმრეს,  რადგან ერთ წელში ბაზარზე ისევ ვხდებოდით ლიდერები. 

 

ციხეში 1 წელი და 10 თვე გავატარე. როცა საქართველოში პოლიტიკური გარემო შეიცვალა, ხელისუფლებას  ციხეში მძიმე ტვირთად დავაწექი და იყო ორი არჩევანი. ან უნდა მომხდარიყო ფიზიკური ზეწოლები, რის შედეგადაც შეიძლებოდა გავეჩუმებინე, ან უნდა გავეთავისუფლებინე.  პოლიტიკური კლიმატის ცვლილებამდე მომისაჯეს შვიდ-ნახევარი წელი და 15-ის მომატებაც უნდოდათ. პოლიტიკური სიტუაცია რომ არ შეცვლილიყო, ახლაც ციხეში ვიქნებოდი. 2012 წლის 26 მაისს გამათავისუფლეს", - ამბობს ქოქოლაძე.


 

 

 

 

 

წყარო: „Palitra TV"

 

მოაზადა სოფო ხუგოიანმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016