reportiori.ge - იენს სტოლტენბერგი: სირიაში რუსეთის ავიადარტყმები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 23:24
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: სირიაში რუსეთის ავიადარტყმები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 17:40


NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს.


მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრას, თუმცა, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები მსგავსი პოლიტიკური გამოსავლის პოვნას ხელს უშლის.



სირიის კრიზისთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დასავლელ კოლეგებს სირიაში ერთობლივი ქმედებების შესახებ საკონსულტაციო ცენტრის გახსნა შესთავაზა, თუმცა, აშშ-მა უარი განაცხადა.



პარალელურად, სირიის კრიზისის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერდა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების შეჩერებაში ბრალი სირიის ოპოზიციას მიუძღვის. თუმცა, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების გადადების მიზეზი სირიაში რუსეთის ქმედებები გახდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016