reportiori.ge - კახა კალაძე: გაზის იმხელა მოცულობაზეა საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:25
პოლიტიკა
კახა კალაძე: გაზის იმხელა მოცულობაზეა საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 03:45



ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით კომპანია „ფრონტერას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია.


როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიცის განხორციელება.



"იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც და სხვადასხვა ქვეყანას, ვინც ნავთობის და გაზის მოპოვებით არის დაკავებული, არ გააჩნიათ. შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც გარკვეული მარაგები იყოს, თუმცა ამის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. დამტკიცების შემთხვევაში, მერე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, "ფრონტერა" საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერი წინადადება არ არის.


ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, "სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია "ფრონტერას" ინფორმაციას ეყრდნობა.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016