საერთაშორისო ორგანიზაცია სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. Amnesty International-ის განცხადების მიხედვით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" შესახებ პროექტი გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის.
ნაწყვეტი ტექსტიდან: ,,ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რადგან ეს საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. შემოთავაზებული კანონმდებლობა შეუსაბამო იქნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან.
მან შესაძლოა რელიგიური ლიდერების და ინსტიტუტების კრიტიკა კანონგარეშე გამოაცხადოს და აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს, მათ შორის ქალთა და ლგბტ პირების უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო http://1tv.ge/ge/news/view/117257.html