reportiori.ge - გუბაზ სანიკიძე: ერთადერთი ერთობა, რომელმაც დღემდე სული მოგვატანინა, ეს იყო ქართული ეკლესია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:27
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: ერთადერთი ერთობა, რომელმაც დღემდე სული მოგვატანინა, ეს იყო ქართული ეკლესია!
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 04:10


 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გუბაზ სანიკიძის განცხადებით საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოა და ამიტომ, რიგი ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც მართლმადიდებლობას შეურაცხყოფს, შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს.


სანიკიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რელიგიური თემების შესახებ ღია განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან დღევანდელ მსოფლიოში რელიგიური კუთხით ძალიან ბევრი და დიდი დაპირისპირებები მიმდინარეობს.  


 

„საქართველო ქრისტიუნული სახელმწიფოა თავისი ფესვებით, ისტორიითა და განვითარებით. ქართველი ხალხის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ქრისტიანულმა ფასეულობებმა, საერთოდ ბიბლიურმა ფასეულობებმა.

 

რაც შეეხება იმას, ერევა თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმიანობაში, ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში. მე რამდენადაც ვიცი, საქართველო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში როდესაც იყო,  დაშლილი, დანაწევრებული და გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფოების ქვეშ, ერთადერთი ერთობა რომელმაც ჩვენ დღემდე სული მოგვატანინა, ეს იყო ქართული ეკლესია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ- ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თუ გადავავლებთ თვალს დღევანდელ მსოფლიოს,  ძალიან სენსიტიურია რელიგიური საკითხები და თუ ავარიდებთ ამას თავს, ძალიან კარგი იქნება."- განაცხადა სანიკიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი" 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016