reportiori.ge - გუბაზ სანიკიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:51
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს!
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 04:31



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე მიიჩნევბს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს, თუმცა კანონის მუხლში ცვლილების შეტანა ამ მხრივ ცოტა გართულდება, რადგან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, თუ რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს.


ამის შესახებ სანიკიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა და საზოგადოებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.



„ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრება გამოთქვას, მაგრამ არსებობს მოვალეობებიც. მოვალეობაა, რომ თუ განცხადების გაკეთება გინდა, საკითხზე მცირეოდენი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს.

 

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს,  მაგრამ საერთო პოზიციის უკან კიდევ დგას თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურ შეურაცხყოფად. ეს საკმაოდ რთულია, შეიძლება ჩაითვალოს ძალიან ბევრი რამ, ან არ ჩაითვალოს, გააჩნია კონტექსტი როგორ იქნება. უბრალოდ ვამბობ- ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ყველა ხედავს რა პროცესი მიდის. საქართველო არის რელიგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა, შეიძლება ითქვას რეგიონში ნამდვილად, თუ მსოფლიოში არა. ყველას მოვუწოდებ, არ არის საჭირო ახლა ჭეშმარიტებების დადგენა, მით უმეტეს იმ ჭეშარიტებების, რაც არასდროს არ დადგინდება. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი საუბრებისგან, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს ერთი მხარე, არსებობს მეორე მხარეც. მოვუწოდებ ყველას, ჩვენ ჩვენს პოზიციებზე დავრჩეთ და თან თავი შევიკავოთ."- განაცხადა სანიკიძემ.  



 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016