reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრები ჩვენთვის ღია უნდა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:47
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ მჟავანაძე: აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრები ჩვენთვის ღია უნდა იყოს!
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 10:00


რუსეთ-საქართველოს, აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და „ქრონიკას"„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა. მისი თქმით, მაშინ, როცა გაერო-ს წარმომადგენელი ნილს სკოტი ე.წ.  აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვდა, ამ  და მსგავსი შეხვედრების დეტალები მიუწვდომელია.


„ცოტა ხნის წინ ე.წ.  აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და გაერო-ს წარმომადგენელს ნილს სკოტს შორის შედგა შეხვედრა. ნილს სკოტი გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელია საქართველოში. როცა გაერო-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთში ჩადიან, ამ შეხვედრების დეტალური ინფორმაცია ჩვენთვის, სამწუხაროდ, მიუწვდომელია. ვიცით ის, რომ ნილს სკოტმა განაცხადა, გაერო აფხაზეთს დაეხმარება სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროექტების ფინანსურად განხორციელებაში. მოკლედ, ფულს მისცემენ აფხაზეთის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. როცა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩადიან, ჩვენთვის ეს შეხვედრები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს,  მაგრამ საერთოდ არაფერს ეკითხებიან", - ამბობს მჟავანაძე.


მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: „კვირის ქრონიკა" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016