„ბლიცინტერვიუ", თემურ წიკლაური „Palitra TV"-ს შეკითხვებს პასუხობს.
„გაბრაზებისას ალბათ ისევ ჩემს ფილოსოფიას აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რას თვლი გასაბრაზებელს და რას არა. თუ გიყვარს მოყვასი, მას შეუნდობ და არ გაბრაზდები, მაგრამ ძალიან არ მომწონს უმადურობა.
ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს და ვერც იქნება. თავისუფლება არის საზღვრებში მოქცევა, ცოტა უცნაურია, მაგრამ მგონია, რომ, თუ მხოლოდ უფალს, იესო ქრისტეს მიეყუდე და მისი გზით ივლი, თავისუფალი ხარ.
უარს ვერასოდეს ვიტყვი მამაშვილურ სიყვარულზე, „პატივი ეცი მამასა და დედასა შენსაო". ადამიანი სანამ თვითონ არ განიცდის ამ გრძნობას, ვერასდროს ვერ მიხვდება, რას ნიშნავს.
მენატრება ჩემი ბიჭი გიორგი, ახლა ის 38 წლის უნდა იყოს, ყოველთვის მომენატრება.
ცხოვრება თავიდან რომ იწყებოდეს, ოპერასა და ბავშვებს მივხედავდი, ისინი არიან ხვალინდელი დღეც, სიყვარულის მიზეზიც და ალბათ ცხოვრების მიზანიც", - აცხადებს თემურ წიკლაური.
წყარო: „Palitra TV"
მოამზადა სოფო ხუგოიანმა