reportiori.ge - სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:42
სამართალი
სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 11:14


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს.


გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი.



გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.



ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200  მუხლის მე-2 ნაწილის „გ" პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016