reportiori.ge - თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული ტრადიციული რეწვის ბიზნეს-სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:56
საზოგადოება
თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული ტრადიციული რეწვის ბიზნეს-სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 13:39


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტრადიციული რეწვის ბიზნეს-სახელმძღვანელოს „როგორ ვაქციოთ ტრადიციული რეწვა ბიზნესად" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.


ღონისძიება თამარ ტალიაშვილმა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ია ქეშელაშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაციის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" ხელმძღვანელთან მაკა დვალიშვილთან ერთად გახსნა და სტუმრებს პირველად კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში გამოცემული ბიზნესზე ორიენტირებული პრაქტიკული გზამკვლევი წარუდგინა, რომელიც დარგში მოღვაწე ოსტატებისათვისაა განკუთვნილი.


სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის ბიზნესის წარმოების, დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები, პროდუქციის განვითარების მეთოდები, ინოვაციის შემოტანის გზები, საგადასახადო სტატუსები და სხვადასხვა საინტერესო რჩევები დამწყები და უკვე გამოცდილი ოსტატებისათვის.


დღესვე, ღონისძიებაზე საახალწლო გაყიდვების მიმოხილვითი ანალიზიც იქნა წარმოდგენილი, რომელიც თბილისის  მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის და მიერ იყო განხორციელებული.


კულტურული მეწარმეობის ფესტივალი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, ასევე „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" და ევროკავშირის პროექტის „Investing In People" ერთობლივი მუშაობით განხორციელდა.


კულტურული მეწარმეობის ფესტივალის დასკვნითი გამოფენა, რომლის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში არა ერთი ტრენინგი და გამოფენა ჩატარდა, „თბილისობა 2015"-ის ფარგლებში გაიმართა.


თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფესტივალის დაარსების მიზანს მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენს.


ფესტივალი თბილისის 2016 წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული და ბიზნესის სხვა სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.


ღონისძიებას თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და „ტრადიციული რეწვის ასოციაცია" - წარმომადგენლები, ასევე დარგში მოღვაწე სპეციალისტები ესწრებოდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016