reportiori.ge - სალომე გოგიაშვილი: ეკა კვესიტაძესთან არასდროს მქონია პირადი შეხება, ღმერთმა დამიფაროს, სადმე შევხვდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:03
ინტერვიუ
სალომე გოგიაშვილი: ეკა კვესიტაძესთან არასდროს მქონია პირადი შეხება, ღმერთმა დამიფაროს, სადმე შევხვდე!
ავტორი: ანა ნოდია
20 ნოემბერი, 2013. 19:27

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია. როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე ისვენებს, თუმცა, პარალელურად გიო ხუციშვილის პროდიუსერია და ახალი პროგრამის გაკეთებაში ეხმარება. სალომე გოგიაშვილი საკმაოდ ხმამაღალი პოლიტიკური „ფეისბუქ სტატუსებით" გამოირჩევა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა პოლიტიკაში - ხალხის სამსახურში, ვინაიდან ის რეალობა გადასცეს ამ სფეროში მყოფ პირებს, რაც სინამდვილეში ხალხს აწუხებს, ქუჩებში ხდება და რაც ხშირ შემთხვევაში, დახურულ კარს მიღმა არ ჩანს.

 

- არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკით დიანტერესებული. არც ამ სფეროში ვარ ჩახედული. სხვა ინტერესები მქონდა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ხედავ, რომ არაფერი იცვლება როგორც არ უნდა გაგიჟდე და აქტიური განცხადებები გააკეთო. ზოგადად, ყველამ იცოდა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, ციხეში, ბიზნესის გაკოტრებაში, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე, სამართალში... შეიძლება ეს ყველაფერი მე და შენ დიდად არ შეგვხებია, მაგრამ ამით ხომ არ ისაზღვრება ყველაფერი. როცა შენს გარშემო ყველაფერი ჩაძირულია, შენ როგორ უნდა იყო მშვიდად. ქართველები ასე ვართ, სანამ რაღაცა ჩვენ არ შეგვეხება, არ შეგვაწუხებს, არაფერს ვიტყვით, არ მოვიმოქმედებთ. ის პოზიცია, რასაც ახლა ვაფიქსირებ ყოველთვის მქონდა და ვამბობდი. ვამბობდი, რომ მე „ნაციონალები" არ მომწონს! ბუნებრივია, არ ვსაუბობ იმაზე, რადგან იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ თავის სამუშაოს და არ ერეოდნენ სიბიძნურეში. თუმცა, რადგან იმ სისტემაში მუშაობდნენ, ერქვათ „ნაციონალები". მეც ასე ვიყავი, თუკი რამე კონცერტი ეწყობოდა, ეწყობოდა „ნაციონალების" ეგიდით. თქვენ მითხარით რაიმე საკითხი, რომელსაც ისინი არ აკონტროლებდნენ? ყველაფერში „ნაციონალები" ერეოდნენ და ზოგადად, მათი ორგანიზებით ეწყობოდა. გარდა ამისა, იყო საარჩევნო კონცერტები, რომლებიც აგრეთვე მიმყავდა. ამ ყველაფერს მოჰყვა დიდი აგრესია, როცა ხმამაღლა გამოვხატე ჩემი პოზიცია. კითხულობდნენ, მაშინ სად იყავი? ის, რომ კონცერტი მიმყავდა, არ ნიშნავდა, რომ რომელიმე ხელისუფლების აზრს ვაპიარებდი. თუნდაც, საარჩევნო კონცერტზე, ნებისმიერი მასალა ამოიღონ, არცერთ საარჩევნო კონცერტზე მოწოდებებით არ გამოვსულვარ. მე ვარ წამყვანი, ეს არის ჩემი საქმე, ამიტომ მიშა დამიძახებდა, ბიძინა თუ იგორ  გიორგაძე, იმ კონცერტს წავიყვანდი. მომღერლები, რომლებიც მღეროდნენ, მსახიობები, რომლებიც იმ დროს აქტიურად მოღვაწეოდნენ, წამყვანები და ა.შ. იგივდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ყველას გვაქვს ჩვენი საქმე. თუმცა, ყველა მომღერალზე არ ვსაუბრობ, რამდენიმე ნამდვილად იგივდება „ნაციონალურ მოძრაობასთან" და აფიქსირებს კიდეც თავის პოზიციას. დასაფასებელია, რომ არა „ნაციონალები" და მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანები, დღეს ალბათ თავიანთ რაიონებში იმღერებდნენ. ამიტომ, მათი მესმის, რომ უყვართ მიშა.

 

- ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, ნინა წკრიალაშვილი. მგონი, ჟანა დარკს არ გაუწირავს თავი, როგორც მან გაწირა. თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ სიტყვებზე ხტუნაობა ძალიან ცუდია. მე მახსოვს მისი სტატუსი, თუ მიშა წავა, თავს მოვიკლავო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ მცდელობაც არ ჰქონია მსგავსი. თუ იმის იმედი აქვს, რომ მიშა რჩება და თავს ამიტომ არ იკლავს, უნდა გავუცრუო იმედები და ვუთხრა, რომ მიშა ვერ დარჩება! თავი არავინ არ უნდა მოიკლას, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ როცა ასეთ რაღაცებს ამბობ და თუ ასეთი თავგანწირული ხარ, მაშინ საქციელითაც უნდა დაამტკიცო.

 

- პოლიტიკური შეხედულებების გამო მეგობრები დაკარგეთ?

- არა. პოლიტიკის გამო არავის დავპირისპირებივარ. ვთვლი, ზვიად გამსახურდიას დროს რაც ხდებოდა, ოჯახი ოჯახს კარგავდა და ა.შ. ეს იყო მარაზმი და წარმოუდგენელი. განსხვავებული აზრის, შეხედულების გამო ადამიანი არ უნდა დაკარგო. მაგრამ, დავკარგავ იმ ადამიანს, რომელიც თუნდაც იმ ციხის კადრებზე თვლის, რომ ან ღირსები იყვნენ, ან მერე რა... მეგობრები არ დამიკარგავს შეხედულებების გამო. როდესაც ადამიანს პოლიტიკური ხედვის გამო კარგავ, ის არც შენი მეგობარია და რაც გიღირს იყოს შენს გვერდით. აღმოჩნდნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც არ მიღირდა. დაიწერა კიდეც ამ თემაზე, იყვნენ გიორგი არველაძე, ალინა არველაძე, თიკო სადუნიშვილი, ანი ჭუმბურიძე - მათი თანამოაზრე. ბობოლა „ნაციონალები" და მათი გუნდის წარმომადგენლები. ისინი არც ჩემი მეგობრები იყვნენ და არც ახლობლები. მაგრამ ნორმალური გამარჯობა ეტყობა მათთვის გასაკვირი იყო. მერე მომედავნენ, შენ არ იყავი, ტელეფონზე ალინა არველაძეს რომ ურეკავდიო? ის, რომ შეიძლება ადამიანს დაელაპარაკო, თვლიან, ახლოს ხარ. მესმის მათი, ერთმანეთის გარდა, სხვა არავინ არ ჰყავთ. ეს ურთიერთობები მათთვის გასაკვირია. ზრდილობიანი მისალმება, მოკითხვა და დამშვიდობება მეგობრობა არ არის. გვქონდა კარგი ნაცნობობა.

­

 - ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით გაქვთ „ფეისბუქზე" სტატუსი. რაიმე კონკრეტული პრობლემა გაქვთ ამ ადამიანთან?

- ეკა კვესიტაძესთან არასდროს მქონია პირადი შეხება. ღმერთმა დამიფაროს, რომ სადმე შევხვდე. ძალიან პირდაპირ ადამიანი ვარ და პირდაპირობა არ არის უზრდელობა. ზრდილობის ფარგლებში შემიძლია ვიყო პირდაპირი! მას აუცილებლად ვეტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. მე ვთვლი, რომ ეკა კვესიტაძე, ზოგადად ჟურნალისტურ სფეროში არ უნდა მუშაობდეს. ჩვენს ქვეყანაში რომ არსებობდეს სამართალი, ეგ გოგო ტელევიზიაში არ უნდა ჩანდეს. თუ სადმე უსწავლია, ან რაიმე ლექციას თუ დასწრებია, ეცოდინება, რომ ჟურნალისტმა თავისი პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს რესპონდენტთან. ამას რომ თავი დავანებოთ, ამას წინათ ჩავრთე პირველი არხი, სადაც ქალბატონი ეკა მუშაობს. ვნახე, რომ სტუმრად ჰყავს მოწვეული მამაო. რამდენიმე ადამიანი ვუყურებდით და კინაღამ ტელევიზორი დავლეწე. ჩვეულებრივად, ძველი ბიჭის და მამაოს საუბარი იყო. თვითონ იყო ძველი ბიჭის პოზიციაში. ისე ელაპარაკებოდა, გავგიჟდი. ჯერ სად გაიზარდა?! მესმის, გქონდეს შენი აზრი, სულ არ იყო ეკლესიური, ან საერთოდ იყო იეღოველი, მაგრამ რატომ მახვევ ამას თავზე? მე ვარ ქრისტიანი და სულ რომ არ ვიცოდე, ვინ არის ესა თუ ის მამაო, მე მას მაინც პატივს ვცემ. ის კარგად ემსახურება თუ ცუდად ეკლესიას, ჩემი სალაპარაკო არ არის. ჩემთვის რწმენა ეს არის. შენ რომ ჯდები და მთელ ეთერს უთმობ იმას, რომ მამაო დაამცირო, გააფრენ, აბა რა იქნება. მერე გადავწყვიტე, რამდენიმე გადაცემისთვის მეყურებინა. ნორმალური ადამიანი, დღეს, არ მეგულება, რომელიც იტყვის რომ მე ვცდები.


ციხის კადრები როცა აყურებინეს ჟურნალისტებს, საშინელი კადრები, სადაც წამება, გაუპატიურება და ყველაფერი უბედურება იყო ასახული, გამოდის ეკა კვესიტაძე და აცხადებს - არ მინდა ამ ცირკს ვუყუროვო! ის, რომ „დრელით" აუპატიურებდნენ ბიჭებს, ეს მისთვის ცირკია?!

 

- პარალელი შეგვიძლია გავავლოთ თქვენი „იმედში" ყოფნის პერიოდზე. როცა ჰომოფობიური განცხადების გამო გამოგიშვეს ტელეკომპანიიდან.

- საქმე ზუსტად ამაშია, მე რომ ელტონ ჯონზე ვთქვი რაღაც, მთელი გეი სამყარო დადგა ფეხზე და სამსახურიდან გამათავისუფლეს. მე მაინტერესებს, სასულიერო პირს რომ ლანძღავ, სად არის მაშინ ხალხი? ანუ გამოდის, ჰომოსექსუალები უფრო უდგანან ერთმანეთს მხარში, ვიდრე ჩვენ, მორწუნეები. რაც შეეხება ჩემს „ჰომოფობიურ" განცხადებას. დილის ეთერში ვიყავით მე და დავით ქაცარავა, სადაც ელტონ ჯონზე ითქვა, რომ მას და მის მეწყვილეს სუროგატმა გაუჩინა შვილი და ეს იყო ძალიან სასიხარულო ამბავი. დილის ეთერში, როდესაც უამრავი ბავშვი უყურებს ტელევიზორს, მე, ორი შვილის დედამ ბედნიერი სახით სრულიად საქართველოს უნდა ვახარო ეს ამბავი. ეს ყველაფერი ჩემთვის არანორმალურია. მე ვთქვი, ნამდვილად არ მშურს ელტონ ჯონის და მისი შვილის, რომ გაიზრდება ბავშვს ორი მამა ეყოლება მეთქი. ამაზე ატყდა მთელი ამბავი. ქართველ ხალხზე მოღალატე და ბოღმა ერი არ ვიცი სადმე თუ არის. სანამ ქართველი არ გაიგებს რომ კიბო გაქვს და კვდები, მანამდე გლანძღავენ.

 

- ჰომოფობი ხართ?

- ჰომოფობი არ ვარ. არასდროს მიყვარს სხვის ცხოვრებაში ჩარევა და გაკრიტიკება. არავინ ვიცით, ხვალ რა იქნება ჩვენს ცხოვრებაში. სხვა ორიენტაციის ბევრ წარმომადგენელსაც ვიცნობ, მათ თავისი ცხოვრება აქვთ, მე ჩემი. რაც უნდა ის გააკეთონ, მაგრამ ამის გაპიარება ჩემთვის მიუღებელია. რაც არ ჯდება ნორმის ფარგლებში, იმის გაპიარება არ მინდა.

 

- შესაძლებელია ოდესმე პოლიტიკაში სცადოთ ბედი?

- მაშინ, თუკი ხალხის სამსახურში ვიქნები. ჩემთვის პოლიტიკა ასოცირდება ბინძურ სამსახურთან და ასეც არის. თუკი ასე არ იქნება და ოდესმე დალაგდება ქვეყანა, პოლიტიკური პირი კი ბინძურ მოხელე პირთან არ ასოცირდება, მაშინ სიამოვნებით წავალ. ახლა ისე ვარ ჩართული ამ სფეროში გარედან, რომ თავი მგონია პოლიტიკოსი.


სასამართლო ჯერ კიდევ „ნაციონალების" დაქვემდებარების ქვეშ არის. შესაბამისად, მე ჯერჯერობით მშვიდად თავს ვერ ვგრძნობ. დიდი სიამოვნებით უფრო მეტ ყურადღებას მოვთხოვდი ირაკლი ღარიბაშვილს და სხვანაირ ხედვას. არა მერაბიშვილისეულს. მარტო დაჭერით წინ ვერასდროს წახვალ. სულ ვფიქრობ, პოლიტიკაში რომ მოვიდე, რა უნდა გავაკეთო. მაგრამ, იმდენად ხშირად მაქვს შეხება ჩვეულებრივ ადამიანებთან, იმდენად ახლოს ვიცი მათი პრობლემები, მათი შეხედულებები და ა.შ. რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე მინისტრის, ან პოლიტიკოსის მრჩეველი, რომელსაც პირადად მივაწვდიდი ამ ინფორმაციებს. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი. წინა ხელისუფლებაში ისე ჩაიკეტნენ საკუთარ ჩარჩოებში, კაბინეტებში, რომ ვეღარ ხედავდნენ, გარეთ რა ხდებოდა. სხვა სიტუაციაა ქუჩაში, ჩვეულებრივ, რეალურ ცხოვრებაში.


დღეს ყველა სისტემაში დარჩენილნი არიან „ნაციონალები". ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისევ ესენი მოვიდნენ. არ ვარ კოაბიტაციის მომხრე. 30 წლის ვარ, ჩემს ხასიათს ვერ შეცვლი. ახლა წარმოიდგინე, მთელი ათი წელი რომ მიჩვეული ხარ ადამიანი, ყველაფერი შენია, გინდა აწამებ, გინდა სახლიდან გამოაგდებ, გინდა მოკლავ! ასეთ ადამიანთან კოაბიტაცია როგორ უნდა შედგეს? ის ადამიანი ყოველთვის ეცდება, როგორც კი მოტრაილდები, ზურგში დანა ჩაგარტყას! „ქართული ოცნება" ძალიან სწორი, ნორმალური, დიპლომატიური გზით მიდის. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, როგორც „ნაციონალები" აკეთებდნენ, ზეწოლის, ტერორის გარეშე, თავის საქმეს აკეთებენ. „ნაციონალები" უნდა ჩამოშორდნენ ყველაფერს, უნდათ საზღვარგარეთ წავიდნენ, უნდათ აქ იყვნენ. მე არ ვარ მომხრე არავის უბედურების ყურების. ეს სიამოვნებას არ მანიჭებს. დღეს, როცა მერაბიშვილი ციხეში ზის და ხან ფსიქიატრს ითხოვს და ხან რომელ ექიმს, ვერ გეტყვით, რომ ეს მახარებს. არ მინდა ვიყო ამ ყველაფრის მონაწილე. არ ვიცი, რა უფრო მართლებული იქნება, მათი დასჯა, ქვეყნიდან გაგდება თუ რა, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე ნაკლებად მინდა ჩავერიო. აქვე ვიტყვი, რომ ყველაფრის ღირსნი არიან! იმდენად კარგი ადამიანები ჰყავთ გაწირული, რომ ნამდვილად, ყველაფრის ღირსნი არიან!

 

- თიკო სადუნიშვილთან ურთიერთობა როდის და რა მიზეზით დაგეძაბათ?

- ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მე შევეხე გიორგი არველაძეს, რომლის ფანი და გულშემატკივარია თიკო სადუნიშვილი. აქედან გამომდინარე, როგორც „ნაციონალებს" ახასიათებთ, თვითონ არ ჩანან და სხვას ასრულებინებენ საქმეს, ჩემს შეხედულებაზე არა გიორგი არველაძემ გამცა პასუხი, არამედ, მისმა ცოლმა - ალინამ. თუმცა, ალინას რესურსმა და გონებამ არ მისცა საშუალება ეთქვა, ის რაც უნდოდა და პასუხი გამცა თიკომ. მან ჩააქსოვა ყველა ბოღმა და ნაგავი, რაც იმ პერიოდში ჩემს „ფეისბუქზე" იდო. მაშინ მივწერე, მარტო გადაცემის წაყვანა არ არსი ცხოვრება. „თბილისი ლაივი" არის, რაც რეალურად ხდება თბილისში. წადი და გლდანიდან წაიყვანე „თბილისი ლაივი-თქო". დღეს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მასთან. ისე არ უნდა იმუშავო და ის არ უნდა გააკეთო, რომ დღეს შეგრცხვეს ქუჩაში გამოსვლა. თიკოზე იმხელა აგრესიაა ყველგან, რომ გულით მეცოდება. სადაც მართლა კარგი ხალხი იკრიბება და კარგი სიტუაციაა, იქ სადუნიშვილი ვერ გამოჩნდება. არა იმიტომ, რომ მერაბიშვილის თანამოაზრეა და არველაძის მომხრე, უბრალოდ, იმიტომ, რომ სიბინძურით წაიყვანა თავისი ცხოვრება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016