reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: სავსებით ლოგიკური იქნება, თუ კვირიკაშვილს ვიხილავთ სიის პირველ ნომრად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:56
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: სავსებით ლოგიკური იქნება, თუ კვირიკაშვილს ვიხილავთ სიის პირველ ნომრად
06 თებერვალი, 2016. 17:12


„საარჩევნო სიის ნომრებზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი უკვე არის ჩვენი კოალიციის ლიდერი იმით, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი", - განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:

 

„აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, რომ სამთავრობო პარტიის ლიდერადაც ის დასახელდეს. მოქმედი პრემიერი შეთავაზებული გვყავს საზოგადოებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ახალი მთავრობის პირველი პირი და ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გზავნილია. დანარჩენი არის ფორმალური ნაწილი, რომელიც ყრილობის გადასაწყვეტია, კოალიციის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია და ჩემი აზრით, სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ამ მიმართულებით წავა ყველაფერი და კვირიკაშვილს ვიხილავთ სიის პირველ ნომრად", - ამბობს გედევან ფოფხაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016