reportiori.ge - დავით ლორთქიფანიძე: საქართველო უკან არ დაიხევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 20:34
ინტერვიუ
დავით ლორთქიფანიძე: საქართველო უკან არ დაიხევს!
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 18:33


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროეტის მიღების საჭიროებაზე, აღმოსავლეთ საქართველოში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენის ალბათობასა და ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძერეპორტიორთან" ინტერვიუში საუბრობს.

 

-რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით,  რას ფიქრობთ, რამდენად მართებულია ამ კანონის მიღება?

 

- რელიგიური თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში რელიგიასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონმდებლობით ყოველმხრივ გამოხატულია, მათ შორის კონსტიტუციით. დღეს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემის რეჟიმშია. მთავარია, გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. მთავარია, ამ რეგულაციებმა არ უნდა  შეზღუდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით,  პარლამენტში ამ საკითხზე სათანადო მსჯელობა გვექნება, ჯერჯერობით ეს მხოლოდ კომიტეტის ფორმატში მოხდა. ჩვენ მივიღებთ იმ რაციონალურ გადაწყვეტილებას, რომელიც  კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იქნება. საქართველო უკან არ დაიხევს და მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისკენ იქნება მიმრთული. კიდევ ვიმეორებ,  ეს რეგულაციები არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი. მე არ ვარ იმ კომიტეტის წევრი, სადაც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. სიმართლე გითხრათ, ამ კანონპროექტს ჯერ დეტალურად არ ვიცნობ. როდესაც ამას დეტალურად განვიხილავთ, ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მექნება. ამ საკითხზე ჯერ უმრავლესობაშიც არ არის კონკრეტული მყარი მოსაზრებები  ჩამოყალიბებული.



-რაც შეეხება „ფრონტერას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის დიდი მარაგია აღმოჩენილი, თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას? და მისი დადასტურების შემთხვევაში,  როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

 

 

-აქ საუბარია მართლაც კოლოსალურ მარაგზე, დაახლოებით, 4 ტრილიონ კუბურ მეტრამდე გაზზე.  ეს ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნო განცდას იწვევს, რომ ჩვენ შეიძლება ენერგომატარებლების მიმართულებით აბსოლუტურად დამოუკიდებლები გავხდეთ. მეორე მხრივ, თავისთავად ბადებს იმ განცდას, რომ მთავარია, ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს. გადაწყვეტით იმაზე საუბარი, რომ ეს მარაგი მართლაც არსებობს, არ შეიძლება, სანამ არ ჩატარდება შესაბამისი გამოკვლევითი, დაზვერვითი სამუშაოები და სათანადო ექსპერტული დასკვნები არ  გაკეთდება. ეს კი სერიოზულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. არ ვიცი, რა თანხა შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საძიებო სამუშაოების გარეშე დღეს გადაწყვეტილად ამის თქმა არ შეიძლება.  ვფიქრობ, ენერგეტიკის სამინისტროს სწორი პოზიცია უკავია, როდესაც ამ საკითხზე თავშეკავებულად აკეთებს განმარტებებს. ყველას გვინდა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ მეორე მხარეა, რომ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს. ფაქტია ის, რომ სასიამოვნო მოლოდინის განცდა დაგვეუფლა.


-ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ, პოლიტიკურ დაინტერესებას ხომ არ აქვს ადგილი?




-ზოგადად ტელევიზიების თემა ძალიან სენსიტიურია, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანაში, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია, პოლიტიკაზე  აჟიტირებული განწყობილებების გამოხატვის გარეშე დღე არ მთავრდება და არ იწყება. ამიტომ  ასეთი რყევები, რომელიც ნებისმიერ ტელეკომპანიაში შესაძლებელია წარმოიქმნას, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ტოვებს განცდას,  რომ თითქოს, ამის უკან რაღაც პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდეს. გულწრფელად გეტყვით, მე ნამდვილად ვერ ვხედავ დღეს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს. მითუმეტეს, თქვენ თავადაც ხედავთ, აქ დამფუძნებლებს შორის რაღაც გაურკვეველი დავაა, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ  სასამართლოში სარჩელი შევიდა, ბატონ გია გაჩეჩილაძეს მისი წილის, ასე ვთქვათ, კანონიერებას  ედავებიან.  გიორგი 25%-ს ფლობდა, ახლა 55% წილის მფლობელი გახდა  და  შემდეგ კომპანიაში  გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება  მოჰყვა და ა.შ... სწორედ ეს იწვევს გარკვეულ შეკითხვებს. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.  მთავარი ყურადღება სასამართლოს აქცენტებზე უნდა იყოს გადატანილი.

 

 

ვიცი, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებია, თუ რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გაჩეჩილაძე, მაშინ როდესაც „მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ამერიკის ელჩს შეხვდა...  მერე რა, რომ გიორგი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მით უფრო, როდესაც ისინი მეგობრები არიან წლების განმავლობაში.  კანცელარია იმისთვის არის, რომ მოქალაქეები მივიდნენ და თანამდებობის პირებს შეხვდნენ. თუ დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მოქალაქეს, ამაში   საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 

საბოლოო ჯამში, ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა მხოლოდ და მხოლოდ თვალი უნდა მივადევნოთ მოვლენებს. ამ შემთხვევაში  ჟურნალისტების ვალდებულებაა, რომ თუკი შეამჩნევთ, რომ იქ რაიმე არაკეთილსინდისიერად მიდის, ამაზე ხმა აღიმაღლოთ. ამაზე საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რათა არ შეიქმნას რომელიღაც მედიაჯგუფზე გარკვეული ზეწოლის  განხორციელების პრეცედენტი - მით უფრო, საარჩევნო წელს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016