reportiori.ge - სფფ „ზუგდიდისა“ და „ფერონიკელის“ არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:28
სპორტი
სფფ „ზუგდიდისა“ და „ფერონიკელის“ არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 18:47


5 თებერვალს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდმა - „ზუგდიდი" ანტალიაში შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ „ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2. დამარცხდა. „ფერონიკელი" მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და facebook-გვერდზე აქვეყნებს.


ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერ არ ასაჯაროებს.


ზუგდიდის „ზუგდიდისა" და დრენასის „ფერონიკელის" არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.


„მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება, სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.

 

ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფა-სა და ფიფა-ს დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის", - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.


ფიფა-სა და უეფა-ს აქამდე არ მიუციათ კოსოვოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016