reportiori.ge - ძლიერ მიწისძვრას ტაივანში 7 ადამიანი ემსხვერპლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:24
მსოფლიო
ძლიერ მიწისძვრას ტაივანში 7 ადამიანი ემსხვერპლა
ავტორი:
06 თებერვალი, 2016. 23:12



ტაივანში ძლიერ მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 155-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილთა შორის 10 წლის ბავშვია. ტაივანის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ტაინანში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, მათ შორის 17-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ზოგიერთი ნაგებობა კი გადაიხარა. მაშველებმა 220-ზე მეტი ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას სახლებში ეძინა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი კი მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველ ბიძგს კიდევ ხუთი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

კუნძული ტაივანი სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. ბოლოს ძლიერი მიწისძვრა ტაივანში 1999 წელს მოხდა, რა დროს 2300 ადამიანი დაიღუპა.



წყარო:"2030.news"



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016