reportiori.ge - დავით ნარმანია: პრობლემა ამ გაზაფხულზე საბოლოოდ მოგვარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:55
საზოგადოება
დავით ნარმანია: პრობლემა ამ გაზაფხულზე საბოლოოდ მოგვარდება
ავტორი:
07 თებერვალი, 2016. 12:52




ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე  სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის  სამსახურის უფროს  გივი კუბლაშვილთან  და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან  ერთად  დაათვალიერა.




რეაბილიტაციის ფარგლებში,  დაახლოებით,  450 მეტრზე  მოეწყობა ახალი სანიაღვრე მილები, 11 დიდი და 20 პატარა სანიაღვრე ჭა. ქსელზე თვითნებურად დაერთებული საკანალიზაციო მილები გაიმიჯნა და ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის პარალელურად,  კომპანია GWP აწარმოებს საკანალიზაციო ქსელის მოწყობას. 




„წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, კოორდინირებულად, ვაკეთებთ  წყლისა და კანალიზაციის, ასევე სანიაღვრე სისტემას. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება გზის  ახალი საფარი. წლების მანძილზე მიწისქვეშ არსებული დაზიანებული  ქსელები გზასაც აზიანებდა, რაც დიდი დისკომფორტი იყო მოსახლეობისთვის.   პრობლემა ამ გაზაფხულზე საბოლოოდ მოგვარდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.




სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს "დარი" აწარმოებს.  სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016