გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია წარწერის გარეშე ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გასვლის შესახებ ბაია გადაბაძის განცხადებას პასუხობს და ამ ფაქტს უკანონობას უწოდებს. მისი თქმით, როგორც კი ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დაინიშნება, „მაესტროს" სახელით მაუწყებლობა ავტომატურად აღდგება.
„რეგისტრაცია განხორციელდება მას მერე, რაც ნოტარიულად დამოწმდება კრების ოქმი, სავარაუდოდ, ეს მოხდება ორშაბათს, შემდეგ მეურვისგან ავიღებთ თანხმობას და სავარაუდოდ, სამშაბათს მოხდება სამეწარმეო რეესტრში რეგიტრაცია. რეგიტრაციის განხორციელებისთანავე ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება მისი უფლებამოსილების შესრულებას როგორც „მაესტროს" დირექტორი. როგორც კი ლევანი დაინიშნება დირექტორად, ავტომატურად აღდგება „მაესტროს" სახელით მაუწყებლობა. იმედი მაქვს, რომ ასეთ უკანონობას არ ჩაიდენენ და არ მოხსნიან მაესტროს დასახელებას მისი ეთერიდან, თუ ეს განხორციელდება ეს იქნება უკანონობა" - განაცახადა ირაკლი კორძახიამ.
წყარო: რუსთავი 2