ანალიტიკოსი სიმონ კილაძე უკრაინაში ბოლო დროს არსებული დაპირისპირების შესახებ წერს.
„უკრაინაში ქართველი ემიგრანტი ჩინოვნიკები ერთმანეთს დაერივნენ.
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი თანამემამულე, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, 5 თებერვალს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის სავიკ შუსტერის თოქ-შოუში „შუსტერ ლაივ"-ში გამოსვლისას, უკრაინის მთავრობა - პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი და მისი კაბინეტის წევრი-მინისტრები ტრადიციულად გააკრიტიკა.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით მკაცრად ისაუბრა თავის თანამემამულეზე - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილზე, რომელსაც თავის დროზე თვითონ გაუწია რეკომენდაცია მინისტრად დანიშვნაზე... როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადება ცხრა თვის წინ აქვს დაწერილი, მაინც ყოველდღე დადის სამსახურში და ხელფასს იღებს. იგი თითქოსდა მინისტრია, მაგრამ მას სამინისტროში არავინ არაფრად არ აგდებს, მის პიროვნებას სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში ფართოდაა გავრცელებული ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების ლობირება...
ასეთმა უკონტროლობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკრაინაში დღეს, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, მედიკამენტები ყველაზე უფრო ძვირადღირებულია. ამ უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის ბიუჯეტიდან საჭირო თანხის მხოლოდ 30%-ა გამოყოფილი და იმასაც იტაცებენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოდესაში არსებული საავადმყოფოს ყველა ხელმძღვანელს საკუთარი აფთიაქები აქვთ გახსნილი.
წყაროები: http://odessa1.com/.saakashvili-razoblachil-sootechestvenn...
http://usi.online/%E2%80%A6/u-kazhdogo-glavvracha-odesskoj-bolnits%E2%80%A6/
http://1plus1tv.ru/.19638-shuster-live-05022016-smotret-on...