reportiori.ge - საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:52
პოლიტიკა
საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:20

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, ასევე მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად  სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან  მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ.



სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა  ბრიტანეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში  და  ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს   გაწეული დახმარებისთვის. მისი განმარტებით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და წარმატებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიზისებზე მყისიერი რეაგირება, ადეკვატური მართვა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.



„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების თემებიდან. ეს არის ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეები, რომელიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებას სჭირდება მეტი კოორდინაცია და სწორედ ეროვნული სიტუაციური ოთახი  არის ის ბრიტანული მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოში. იგი იძლევა საშუალებას სხვადასხვა უწყებებს შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტურობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს," 
- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.



მან მადლობა გადაუხადა უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაწეული სამუშაოსთვის და  იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელი ექსპერტები დარჩებიან და ჩაერთვებიან პროექტის შემდგომ განხორციელებაში.



ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა, მისი მშენებლობა და და ტექნიკური აღჭურვა დასრულდა 2015 წლის დეკემბერში. ეროვნული სიტუაციური ოთახი-ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომელი განახორციელებს. ოთახი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ჯგუფად. კრიზისული ვითარების დროს, ეპიცენტრში ან მის სიახლოვეს  განთავსდება მაღალი გამავლობის სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, რომელსაც გააჩნია სიტუაციურ ოთახთან მუდმივი კავშირის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება. 





მოამზადა სალომე ჯანდიერმა 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016