reportiori.ge - სერგო ვარდოსანიძე: მეოცე საუკუნის ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყველა თაობა ვალშია დედა-უნივერსიტეტის წინაშე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:34
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: მეოცე საუკუნის ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყველა თაობა ვალშია დედა-უნივერსიტეტის წინაშე...
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:41

 

 

„მეოცე საუკუნის ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყველა თაობა ვალშია დედა-უნივერსიტეტის წინაშე..." - გთავაზობთ ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის facebook-სტატუსს:


„98 წლის წინათ, თებერვლის დასაწყისში დიდი მღელვარება იყო რუსეთისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან დაბრუნებულ ქართველ სწავლულებში, ისინი მსჯელობდნენ უკანასკნელ დეტალებზე, საბოლოოდ შეთანმხდნენ - 8 თებერვალს (ძველი სტილით, 26 იანვარს) წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გაიხსნებოდა კავკასიაში პირველი ევროპული დონის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო კერა, თბილისის უნივერსიტეტი...

 

უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, უნივერსიტეტის მთავარი მესაძირკვლე იყო ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტი დალოცა და სამადლობელი პარაკლისი აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ მეორემ.

 

მეოცე საუკუნის ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყველა თაობა ვალშია დედა-უნივერსიტეტის წინაშე... მარადიული სასუფეველი უნივერსიტეტის დამაარსებელთ, მადლობა და სიხარული უნივერსიტეტის დამფასებელთ, მოამაგეთ და იქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთ, სტუდენტებს", - წერს სერგო ვარდოსანიძე.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016