reportiori.ge - რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:34
საზოგადოება
რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:44

 

 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან,   რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და კომპანია „GWP"-ის წარმომადგენლებთან  ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


პროექტი, რომელიც დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში დეპუტატის ინიციატივით გაითვალისწინეს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ის მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლას ითვალისწინებს.


აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ  ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი და აღნიშნული ტერიტორია კეთილმოეწყობა. 


რიმა ბერაძის განცხადებით, ზემო ჩუღურეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულისათვის დასრულდება.


დღესვე, თბილისის მთავრობის წევრებმა ართვინის N53-ში მდებარე ე.წ „ფეზეოს" შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს და მათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას უახლოეს მომავალში დაჰპირდნენ.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016