reportiori.ge - ჩვენი დროის სასწაული საბერძნეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:35
პრეს-დაიჯესტი
ჩვენი დროის სასწაული საბერძნეთში
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:49

 

 

საბერძნეთის ეკლესიის წმინდანი, მიტროპოლიტი ნექტარიოსი 1920 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ, ის რამდენჯერმე მივიდა ეკლესიაში და წირვა აღავლინა. ეს არის დაუჯერებელი ამბავი, თუმცა ადგილობრივები და სასულიერო პირები ამტკიცებენ,  რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა.


2001 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, მთიანი სოფელი ეგინი მოძღვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს.


მღვდელმთავარმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც დააყენა და ყველა მღვდელს ჰკითხა, ვინ წავიდოდა სოფელში, მაგრამ ყველას მიზეზი აღმოაჩნდა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში.


აღდგომა დადგა, ამ დღეს სოფელი განსაკუთრებულად ხვდებოდა, ხალხი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა აღდგომისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ჩაატარა და ბრწყინვალე აღდგომის დღეს ისეთი წირვით ჩაატარა, რომ ისინიც კი მივიდნენ მის მოსასმენად და სანახავად, ვინც ეკლესიაში არ დადიოდა.


რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა მორიგი თათბირი მოიწვია, მაგიდაზე ისევ იმ სოფლის მცხოვრებლების წერილი იდო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ასეთი მოძღვრის გაშვებისთვის და ესოდენ დიდი რელიგიური დღესასწაულის ბრწყინვალედ ჩატარებისთვის. ეპისკოპოსმა ჰკითხა მღვდლებს, თუ რომელი იყო იმ სოფელში აღდგომას ჩასული, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა. მიტროპოლიტი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და წლების მანძილზე პირველად, ამ სოფლისკენ მიმავალ გზას დაადგა.


საბერძნეთში მამაოები ჟურნალში აკეთებენ ჩანაწერს, თუ რომელი მამაო წირავს კონკრეტულ ტაძარში. მთავარეპისკოპოსი როგორც კი ტაძარში შევიდა, აიღო ჟურნალი და სწრაფად ჩაიკითხა, მერე თითი გააყოლა ჩანაწერს, სადაც ლამაზი ხელწერით ეწერა - ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტი. მთავარეპისკოპოსს ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა.


2001 წელს 1920 წელს გარდაცვლილი ნექტარიოსი მთელი კვირა გაცოცხლდა და უფლის სადიდებელ ლოცვებს აღავლენდა. აი, აქ კი მიხვდნენ ადგილობრივები, რატომ ივსებოდა მათი გულები არამიწიერი სიხარულით, რატომ არ უნდოდათ ჭამა, ძილი და ამ მოძღვართან ერთად მხურვალე ცრემლებით ლოცულობდნენ. წმინდა ნექტარიოსის ხატი იმ ტაძარში საპატიო ადგილას იდგა, მაგრამ იმ ერთი კვირის განმავლობაში უჩინარი გახდა და არც ერთ იქ მყოფს აზრადაც არ მოსვლია, რომ ახალი მამაო ძალიან ჰგავს მათ წმინდანს.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016