reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ გოგი თოფაძემ მანდატი დატოვოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:41
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ გოგი თოფაძემ მანდატი დატოვოს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 14:05

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ინტერესდება, საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ისე ფიქრობს თუ არა ქართველ ხალხზე, როგორც ეს ჟურნალში დრო მშვიდობისა დაწერილ სტატიაში აქვს გამოქვეყნებული.

 

მეჭიაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა მანდატი გოგი თოფაძემ პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო, განაცხადა, რომ „შესაძლოა, თოფაძემ მიქარა, თუმცა ამისათვის მან მანდატი არ უნდა დატოვოს.

 

 

კი, შეეშალა და მოიხადა გოგი თოფაძემ ბოდიში, თუმცა ხომ არ დავხვრეტთ კაცს. მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ კაცს სიტყვა შეეშალოს და მანდატი დატოვოს. ისიც რატომ არავინ იკითხა, კიდევ ასე ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, როდესაც ნაშრომს წერ, დაფიქრებულად წერ და პოლიტიკოსს შესაძლოა რაღაც წამოცდეს. კარგი, ამან მიქარა და შეეშალა, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, ეს მართლაც ასეა და იმისთვის არავის უკითხავს, დღესაც ასე ფიქრობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

გოგი თოფაძემ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტის მისამართით რამდენიმე კრიტიკა აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016