reportiori.ge - ირაკლი ღლონტი: „ვიმპელკომის“ მთავარი მიზანია, „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის ხელში ჩაგდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:28
საზოგადოება
ირაკლი ღლონტი: „ვიმპელკომის“ მთავარი მიზანია, „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის ხელში ჩაგდება
08 თებერვალი, 2016. 14:36

 

 

„ვიმპელკომთან" დაკავშირებულ საფრთხეებზე „რეფორმატორების" ლიდერებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ მედიას ინტერნეტის საცალო-სადისტრიბუციო სქემის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინეს.


„ვიმპლეკომთან" დაკავშირებულ საფრთხეებზე პარტია რეფორმატორები"' ვსაუბრობთ 23 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი დავოსში ამ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩვენ პირადად ვესაუბრეთ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც კომპეტენტური პასუხის მიღების მიზნით, შეხვედრა გვქონდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან. ვიმპელკომი" არის კომპანია, რომლის აქციების 47,9% რუს ოლიგარქს მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის და რომელიც, საქართველოში ბილაინით" ოპერირებს. სწორედ ბილაინია" ოპერატორი, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შეუფერხებლად ფუნქციონირებდა და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ბილაინის" კუთვნილი ანტენებით ხდებოდა საარტილერიო და საავიაციო გასროლების კორექტირება რუსეთის მხრიდან. ეს ის ბილაინია", რომლის რუსულ საიტზეც როუმინგის რუკაზე აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღინიშნა. აქ ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რაზეც არავინ საუბრობს, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების და გრუ"- გენერლების კომპანია - ვიმპელი", რომელიც ვიმპელკომის" შემადგენლობაშია. მათი მიზანია ინფორმაციის უნიფიცირებული გადამუშავების კომპლექსური სისტემის შექმნა" .

 

დღეს ოფიციალურად საუბარი მიდის სადისტრიბუციო ქსელების გასხვისებაზე, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ვიმპელკომის" მთავარი მიზანია კავკასუს ონლაინის" კუთვნილი 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელის ხელში ჩაგდება, რომელიც 2008 წლის შემდეგ გამართულია შავი ზღვის ფსკერზე და ევროპიდან (რუმინეთი, . ვარნა) მოგვეწოდება ინტერნეტი. ამ გზით ხდება ინტერნეტის მიწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ვშიშობთ, რომ რუსეთი ამ გზით შეძლებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის განხორციელებას. გვსურს გითხრათ, რომ საქართველოში კიდევ არსებობს სხვა სადენები, მაგალითად თურქეთიდან, რომელსაც სილქნეტი" და სხვა პროვაიდერები მოიხმარენ, თუმცა სხვა სადენებზე საქართველო და ქართული კომპანიები არ ფლობენ საკუთრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შეხვედრის დროს მარეგულირებლი კომპანიის მოსაზრება ემთხვეოდა ჩვენს მოსაზრებას სადენის გასხვისებასთან დაკავშირებით, გვსურს, გაცნობოთ, რომ თვალს ვადევნებთ მიმდინარე პროცესს და საფრთხეების წარმოქმნის შემთხვევაში, მზად ვართ მკაცრი რეაგირებისათვის",- განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი ღლონტმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016