„ძალიან მიკვირს, facebook-გვერდზე უწმაწური და უცენზურო (სკაბრეზული) სიტყვების გამოყენება რატომ გახდა ასე ხშირი?" - კომენტარს ანალიტიკოსი სიმონ კილაძე აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ფეისბუქში, საკუთარ სტატუსში რასაც დაწერ და გამოაქვეყნებ, ის ხომ უკვე ფაქტიურად საჯარო ხდება... კი, შენი საკუთარი გვერდია, მაგრამ სხვებიც კითხულობენ. მე ძალიან მიკვირს, უწმაწური და უცენზურო (სკაბრეზული) სიტყვების გამოყენება რატომ გახდა ასე ხშირი? თანაც არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ საკმაოდ ხშირად ქალბატონების მხრიდანაც. რა, ამით ხაზს უსვამენ „თავისუფალ აზროვნებას"? თუ ლექსიკა არ ჰყოფნით, რომ უფრო ნორმალურად, კლასიკურ-ლიტერატურული ენით გამოხატონ თავიანთი აზრი? ან შეიძლება ვცდები და ეს ყველაფერი მაღალი კულტურის მაჩვენებელია?" - წერს სიმონ კილაძე.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა