reportiori.ge - კახა კუკავა: NATO-ს და MAP-ს ვერ მოესწრება ვერცერთი ჩვენგანი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:49
პოლიტიკა
კახა კუკავა: NATO-ს და MAP-ს ვერ მოესწრება ვერცერთი ჩვენგანი!
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 14:55

 

 

„საქართველოს NATO-ში შესვლის იდეა არის მკვდარი! როგორც კუპონს არ ეშველება არაფერი, ისე არ ეშველება ამ საქმეს!" - ამის შესახებ კახა კუკავამ „რეპორტიორის"პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თავისუფალი საქართველოს" ლიდერის თქმით, ამის დასტურია ჯეიმს აპატურაის განცხადება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.


„აპატურაისგან მოვიდა „სამძიმრის დეპეშა", რომ კიდევ ერთხელ, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ვფიქრობ, ამ კომედიას და ცირკს ლოგიკური პასუხი ქართველმა საზოგადოებამ უნდა გავცეთ. თუმცა, ქვეყანამ ამის გამო უარი არ უნდა თქვას თავისი განვითარების ევროპულ პერსპექტივაზე. აუცილებელია, მოვნახოთ სწორი კუთხე, რა შეიძლება იყოს საქართველოს ინტერესი დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობაში. NATO-ს და MAP-ს ვერ მოესწრება ვერცერთი ჩვენგანი. ამას რაც უფრო მალე ვეტყვით საზოგადოებას, მით უფრო გულწრფელები ვიქნებით და მით უფრო პატიოსანი დამოკიდებულება იქნება ჩვენი ამომრჩევლების მიმართ", - განაცხადაკუკავამ.



კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ  „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჯერად საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება უნდა იყოს.



„იმის თქმით, რომ MAP ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა, მოგვწონს ეს თუ არა. ვფიქრობ, ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე - პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე - წევრობის სამოქმედო გეგმაზე. MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.

 

მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს.

 

თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია, ჩემი აზრით, უნდა დაფიქრდეს, რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის, მთავრობას მოსთხოვონ MAP და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP - MAP, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად", - განაცხადა აპატურაიმ.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016