„იმისათვის, რომ საკითხი დადგეს პარლამენტის სხდომაზე, საჭიროა 76 პარლამენტარის ხელმოწერა", - ამ განცხადებას დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მოძრაობა „ეროვნულების" დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:
„პატივცემულო მეგობრებო - დღეს საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დაიწყო პროცედურა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შესწორება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. იმისათვის, რომ საკითხი დადგეს პარლამენტის სხდომაზე, საჭიროა 76 პარლამენტარის ხელმოწერა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარლამენტარები გამოიჩენენ პატრიოტიზმს, სახელმწიფოებრივ ხედვას და ხელმოწერებით დაადასტურებენ ქართველი ერის ურყევ ნებას, რაც იქცევა გარანტად, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაკანონდება ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება", - წერს სანდრო ბრეგაძე.