reportiori.ge - მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი საუკუნის მშენებლობაა საქართველოს ისტორიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:52
საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი საუკუნის მშენებლობაა საქართველოს ისტორიაში
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 15:39



„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არის გამოწვევა ქვეყნისთვის. მისივე თქმით, ეს არის უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს.



არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ეს საუკუნის მშენებლობაა საქართველოს ისტორიაში, თავისი მასშტაბებით და ამბიციებით. ეს არის უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს.
ანაკლიის პროექტი იქნება დამაკავშირებელი ხაზი აზიასა და ევროპას შორის. ეს იქნება ძველი აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის ერთი სარტყელი. ერთი გზის გაგრძელება, რომელიც გამოცხადებული იქნა ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს იქნება არა მარტო პორტი, არამედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მე მინდა, დიდი სიამაყით ვთქვა ჩემს პარტნიორებთან ერთად, რომ ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა.

 

პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 12 საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ შევძელით დაგვედო საუკეთესო წინადადება ამ პორტის და მისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების თვალსაზრისით. მე მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი და ხაზგასმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ამხელა პროექტის დაწყება. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დასახელდა, რომელიც „TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016