reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:59
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 17:05



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.



ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ადგილი აბრეშუმის გზაზე კიდევ უფრო სტაბილური და მდგრადი გახდეს, ანაკლიის პორტის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონსორციუმს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომლის ბოლოსაც ჩვენ მივიღეთ კომპანია, რომელსაც შესწევს უნარი აღნიშნული პროექტის განხორციელების. დღეს უკვე წარმოდგენილია 3 მილიონიანი საბანკო გარანტია, რომელიც არის გამოუხმობი და რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულება მოეწერება უკვე იმ დადგენილი პროცედურების გავლით, რომელიც უნდა აუცილებლად გაიაროს მან ჩვენს ქვეყანასი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ძალიან დიდი. ის ფაზებადაა დაყოფილი. მხოლოდ ერთ ფაზაში ეს იქნება 7 მილიონის გამტარუნარიანობის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეემატოს. ხოლო შემდგომში ჯამურად 100 მილიონზე უნდა ავიდეს ამ პორტის გამტარუნარიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს აქვე იღებს იმისთვის, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ქუმსიშვილის თქმით, იყო 4 ძირითადი კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც მოხდა აღნიშნული კონსორციუმის შერჩევა, მათ შორის განვითარების კონცეფცია, ფინანსური მდგრადობა, რეგიონის ეკონომიკური განვითარების ზოგადი ხედვა და იურიდიული მიმართულება.



ოთხივე მიმართულებით აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს კონსულტანტებთან ერთად და კომპანიამ წარმოადგინა ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი პორტის განვითარების.
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება, განვითარების კონცეფცია გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების მიცემას, რათა ისინი შემდგომ პორტში დასაქმდნენ. წარმოდგენილი პროექტის მიხდვით, თითქმის 600 ჰექტარზე უნდა შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ეს თავის თავში მოიცავს როგორც ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსური მიმართულების განვითარებაზე, თუმცა დღეს ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები და რის გამარჯვებასაც ვზეიმობთ, ეს არის პორტის განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016