reportiori.ge - „ეროვნულები“ მოუწოდებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ეგზალტირებული განცხადებებისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:42
საზოგადოება
„ეროვნულები“ მოუწოდებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ეგზალტირებული განცხადებებისგან
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 18:19



მოძრაობა „ეროვნულების" ახალგაზრდული ფრთა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


„თუ მოძრაობა „ეროვნულების" საკონსტიტუციო შესწორების პროექტი დამტკიცდება, ლგბტ თემის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოსთან თავის დაწვით იმუქრებიან. აღნიშნული განცხადება ლგბტ თემის წარმომადგენელმა - თავისუფლება ჯიქურმა გააკეთა.

 

მოძრაობა „ეროვნულების" ახალგაზრდული ფრთა მოუწოდებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ესეთი ტიპის ეგზალტირებული განცხადებებისგან და მოეშვან შანტაჟის ენით საუბარს. ჩვენი მიზანი არა რომელიმე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა, არამედ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაა.

 

მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს, რომ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი პირები, რადგან მათ შესაძლოა, არა მარტო თავის თავს, არამედ სხვასაც დაუშავონ რამე.

 

მითუმეტეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ასეთი ექსტრემისტული ჯგუფები ძალადობრივ ქმედებებს საპატრიარქოს, სასულიერო პირებისა და საკონსტიტუციო შესწორების ავტორთა წინააღმდეგ გამოიყენებენ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად აღკვეთონ ექსტრემისტთა ძალადობრივი პროვოკაციების საფრთხე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორს" მიაწოდა. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016