reportiori.ge - „მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს...“ - ლევან და გია გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:30
მედია
„მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს...“ - ლევან და გია გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 20:35

 

 

ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები გია და ლევან გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ. გაჩეჩილაძეები მოუწოდებენ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ სპეკულაციებს:


"ბოლო რამდენიმე დღეა "მაესტროს" ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, "მაესტროს" სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის "მაესტროს" დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყენაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა. მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ ამ სპეკულაციებს.

 

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს "მაესტროს" გაკოტრება და "მაესტრო" დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა.

 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

 

მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები "მაესტროს" რეიტინგის ასაწევად", _ ნათქვამია განცხადებაში.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016