reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელს ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:06
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელს ეწვევა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 22:05

 

 

აქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9-10 თებერვალს  ბრიუსელსეწვევა.


ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი უმასპინძლებენ. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები პრესასთან.


ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გაიმართება ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსთან, ევროკომისართან კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კომისართან ენერგოგაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჰერბერტ ზალბერთან.


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმყოფებიან. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 10 თებერვალს დასრულდება.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016