reportiori.ge - გიორგი ებრალიძე: „მაესტროში“ თანხა ბიძინა ივანიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, ეროსი კიწმარიშვილს უანგაროდ შემოჰქონდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:38
საზოგადოება
გიორგი ებრალიძე: „მაესტროში“ თანხა ბიძინა ივანიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, ეროსი კიწმარიშვილს უანგაროდ შემოჰქონდა...
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 01:57

 

 

„მაესტროს" ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე გადაცემაში 2030 წილების გადანაწილების გამო ატეხილ აჟიოტაჟს აფასებს და აღნიშნავს, რომ საზოაგდოებისთვის ბევრი რამ ბუნდოვანია.



„მაესტროს" სარეკლამო დროის მიყიდვასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-თან" მოლაპარაკებები იყო. გოგელია ამას კომერციული თვალსაზრისით უყურებდა. "იმედის" შეთავაზება უფრო მომგებიანი აღმოჩნდა და დათანხმდნენ, ანუ, მარათონში "იმედმა" გაიმარჯვა. მე მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი სარეკლამო დროის "რუსთავი 2-სთვის" მიყიდვა ზნეობრივად მართალი არ იქნებოდა. ასევე ფიქრობდნენ სხვებიც და ამიტომ, ახლა, გარიგების ჩაშლას ჩვენ გვაბრალებენ.

ბოლო 3 წლის მანძილზე, გვქონდა განცდა, რომ ეს ის "მაესტრო" აღარ არის და სხვა გზით მიდის. ტელევიზიამ უშუალობა და მაყურებლის ნდობა დაკარგა. თანხა ბევრ ადამიანს უანგაროდ შემოჰქონდა. იგივე - ბიძინა ივანიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, ეროსი კიწმარიშვილს და 54 მილიონი ვალი საიდან დაგროვდა, არ ვიცი. ალბათ, კოტე გოგელია მათ მიერ შემოტანილ თანხებს აერთიანებს და ვალად გვითვლის."- განაცხადა ებრალიძემ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების პოზიცია მათი უფლებაა, თუმცა სასურველი იქნება თუ თანამშრომლები მეორე მხარესაც მოუსმენენ.



„მაესტროს ყველა ჟურნალისტი ჩემთვის ძვირფასია. მათ თავიანთი უფლებები აქვთ, მაგრამ მათ ადგილას, მეორე მხარესაც მოვუსმენდი. წილების გასხვისებას რაც შეეხება, ვერცერთი იურისტი ვერ გვეტყვის, რომ ჩვენი წილების დათმობის უფლება არ გვქონდა. თუ მორალურ მხარეზე ვლაპარაკობთ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა.

მაინტერესებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ "მაესტროს" წილების მესამე პირზე გასხვისებას ვაპირებდით, რა დოკუმენტში ამოიკითხეს?! წესდების მიხედვით, წილების გასხვისების შესახებ შეთავაზება, "მაესტროს" ყველა დამფუძნებელს გავუგზავნეთ და მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. იყო მხოლოდ გაურკვეველი კითხვები - მესამე პირთან დაკავშირებით. რატომღაც, წილის გაყიდვა რომ ხუთი დამფუძნებლის მიერ მოხდა და არა - ორის, ამაზე არავინ საუბრობს. უნდათ, მხოლოდ მე და ჩიკვაიძე ვფიგურირებდეთ, რომ დაიხატოს სურათი, თითქოს, ჩვენ უმცირესობაში ვართ." - აღნიშნავს გიორგი ებრალიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016