reportiori.ge - არჩილ კაიკაციშვილი: ვინც „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გაათავისუფლეს - დაგვიკავშირდით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:42
პრეს-დაიჯესტი
არჩილ კაიკაციშვილი: ვინც „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგიური მოტივებით გაათავისუფლეს - დაგვიკავშირდით!
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 10:00

 

 

კლიენტებისთვის ნათქვამი ფრაზის, „ღმერთმა დაგლოცოს" გამო, „პროკრედიტ ბანკის" მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ანა მ-ს ინტერესების დამცველი არჩილ კაიკაციშვილიაცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „პროკრედიტ ბანკში" რელიგიური მოტივებით თანამშრომლის გათავისუფლება პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ასე ხშირად ხდება. ამის შესახებ კაიკაციშვილი „ალიას" ესაუბრა და ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც „პროკრედიტ ბანკიდან" რელიგიური მოტივებით გაათავისუფლეს, დახმარება აღუთქვა.

 

„2016 წლის 26 იანვარს ოფიციალური ღია წერილით მივმართეთ „პროკრედიტ ბანკის" დირექტორს, ქალბატონ ქეთევან ხუსკივაძეს, ბანკის კიდევ ერთ დირექტორს, ქალბატონ სოფიო კორძახიას და ბანკის გერმანული მენეჯმენტის ხელმძღვანელს, ასევე დირექტორს, ბატონ ალექსი მატუას. ჩვენ დავუსაბუთეთ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების არაკანონიერება და შეუსაბამობები. წერილის მთავარი მიზანი იყო, ბანკს 29 იანვრის მდგომარეობით გაევრცელებინა ოფიციალური განცხადება და დაეგმო რელიგიური მოტივებით თანამშრომლის გათავისუფლება სამსახურიდან, ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში მოეხადა და დაედო პირობა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებისას მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც ადამიანების ამ ბანკიდან გათავისუფლება მხოლოდ რელიგიური მოტივით ხდებოდა.

 

არსებობს ცალკეული მოარული ხმები, რომ რელიგიური მოტივებით „პროკრედიტ ბანკიდან" აღნიშნული გათავისუფლება პირველი არ არის და ასეთი პრობლემების წინაშე სხვა დასაქმებულებიც დამდგარან, რომლებიც ამჟამად ბანკში აღარ მუშაობენ.

 

მინდა, მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც „პროკრედიტ ბანკში" საქმიანობდა და რომლის გათავისუფლებაც სწორედ რელიგიური მოტივებით მოხდა, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ და ჩვენ თითოეულ ასეთ ქეისს განვიხილავთ", - განაცხადაკაიკაციშვილმა.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016