ლევან და გია გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ გაჩეჩილაძეები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.
„შესაძლოა, ჟურნალისტები დაბნეული არიან ან მათზე ზეწოლაც ხორციელდება. სამსახურიდან მათ გაშვებას ან მათთვის დირექტივების მიცემას არავინ აპირებს. „მაესტროში" არაერთი დირექტორი გამოცვლილა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. წარმოუდგენელია, კანონიერად დანიშნულ დირექტორს ტელევიზიაში შესვლა როგორ უნდა გაუჭირდეს?! ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. ასე რომ, გაჩეჩილაძე „მაესტროში" დაუბრკოლებლად შევა.
ტექნიკა „მაესტროს" საკუთრებაა, შენობა კი - „ემ ინვესტმენტის", რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის. თუმცა, „მაესტროს" ეს შენობა იჯარით აქვს აღებული. ანუ, როგორც მოიჯარე, კანონიერი მფლობელია. იჯარის შეწყვეტისთვის პროცედურების დაცვაა საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ „მაესტრო" გადახდისუუნარობის რეჟიმში იმყოფება, მისი შენობიდან გამოსახლება დაუშვებელია", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.