ირაკლი რუხაძე „20/30"-მა თბილისის აეროპორტში დღეს დილით ექსკლუზიურად ჩაწერა. რუხაძე ადასტურებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს თანხა ასესხა. რუხაძე თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბოს, რომ სესხი პროცენტიანია.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი თბილისში დაბრუნება ტელეკომპანია „მაესტროსთან" დაკავშირებით მისი მისამართით გაკთებულ განცხადებებს, მისი თქმით, „საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა".
მისივე თქმით, კოტე გოგელია აპირებს, თავისი წილი დაახლოებით 5 მილიონ დოლარად გაყიდოს.
გია და ლევან გაჩეჩილაძეები აცხადებენ, რომ „მაესტროს" წილის შესაძენად თანხა ირაკლი რუხაძისგან ისესხეს. „მაესტროს" მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე კი, ირაკლი რუხაძეზე ამბობს, რომ მას „მაესტროში" და ზოგადად მედიაბაზარზე თავისი იტერესები აქვს.
წყარო - 2030.news