reportiori.ge - „ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, გაძარცვეს საქართველო და ახლა ივანიშვილის მილიარდებზე საუბრობენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:00
პოლიტიკა
„ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, გაძარცვეს საქართველო და ახლა ივანიშვილის მილიარდებზე საუბრობენ“
09 თებერვალი, 2016. 13:39



„გიორგი კანდელაკი კომიკური პიროვნებაა და მის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს", - ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორს" განუცხადა. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება.


„ოცნებას ვერავინ დაუშლის ადამიანს. ეს ზღვარგადასული ფანტაზიაა, რომ თურმე ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. როგორც გარდაცვლილი ადამიანი ვერ მობრუნდება იმქვეყნიდან, ისე ნაციონალები ვერ „მობრუნდებიან" ხელისუფლებში. ისინი არიან პოლიტიკურ სამარეში, სამარიდან ვერავინ ბრუნდება.

 

ამბობენ, შურს არ ვიძიებთო, არადა, ყველას კარგად გვახსოვს მწარე გამოცდილება მათი შურისძიების. სააკაშვილი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში, ამბობდა, მხოლოდ ხელისუფლების მაღალ რგოლებს შევეხებითო, უბრალო ხალხმა რა დააშავაო. რეალურად კი მათ ყველა ფენა ჩარეცხეს და თავად დაისაკუთრეს ყველაფერი, იშოვეს დიდი ფული. დღეს რომ ივანიშვილის მილიარდებზე საუბრობენ, მან უცხოეთში იშოვა ფული და ცალ-ცალი კალოშით მოსულმა ნაციონალებმა კი საქართველო გაძარცვეს.

 

მათ დაბრუნების შანსი არა აქვთ, მაგრამ რომც დაბრუნდნენ, ადრინდელი რეპრესიები მონაგონი იქნება. რაც შეეხება იმას, რა მეთოდებით აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ მოვისმინეთ მათი სატელეფონო საუბრები, სადაც გასროლებზე, ბარიკადებზე საუბრობენ. რევოლუციური გზით რომ წავიდნენ, იციან, ვერ გაიმარჯვებენ, რადგან ხალხის მასა არ აჰყვება რევოლუციის სცენარს", - განაცხადა მჟავანაძემ.

 

გთავაზობთ გიორგი კანდელაკის განცხადებას: მას შემდეგ, რაც ჩვენ გავისტუმრებთ ივანიშვილის ხელისუფლებას სახლში, ახალი მთავრობა, რანაირი კონფიგურაციისაც არ უნდა იყოს ის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკავდეს და არც დაკავდება შურისძიებით, რადგან სრულიად სხვა ამოცანები იქნება გადასაჭრელი. ეს ქვეყანა იქნება გამოსაყვანი ამ კრიზისიდან და დასაწყები განვითარება".

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016