reportiori.ge - ჯემალ ფუტკარაძე: აჭარის ხელმძღვანელობა ხელ-ფეხ-თვალ-ყურშებორკილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:47
პოლიტიკა
ჯემალ ფუტკარაძე: აჭარის ხელმძღვანელობა ხელ-ფეხ-თვალ-ყურშებორკილია
09 თებერვალი, 2016. 14:05

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ საინვესტიციო პოლიტიკის გატარებაში ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული შებორკილობა უშლის ხელს.

 

 

„ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგრადი სიტუაცია იყოს, პროცესები ექვემდებარებოდეს კონტროლს და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ". მაგრამ, ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ საინვესტიციო პოლიტიკის უფრო წარმატებულად გატარებაში ხელს გვიშლის ის ფაქტი, რომ რეგიონებს ცენტრალური ხელისუფლება არ ან ვერ აძლევს შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას. სამწუხაროდ, რეგიონის ხელმძღვანელობა ხელ-ფეხ-თვალ-ყურშებორკილია და ვერ ახორცილებს გარკვეულ ღონისძიებებს და ეს აისახება განვითარებაზე. ავიღოთ თუნდაც ბათუმის ბულვარის თემა. როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ან არ ახორციელებს იმას, რომ ითანამშრომლოს ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები, პრობლემები იქმნება. ეს საკითხი რომ ყოფილიყო ფართოდ განხილული, უფრო კარგი იქნებოდა. ახლა კი გარკვეული სამუშაოები, რომლებიც უკვე განხორციელდა, უნდა შეჩერდეს, რადგან ვერ მოხდა საერთო პოზიციის შეჯერება.

 

 

2016 წელი, მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ განახორციელა ძალიან ბევრი პროექტი, მაგრამ თუკი წინასწარ არ იქნება განხილული, რა პროექტების განხორციელებას აპირებს მომავალში „ქართული ოცნება", ეს იქნება საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური გამოყენება და შედეგს ვერ მივიღებთ", - განაცხადა ფუტკარაძემ. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016