დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულთან ერთად სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულსაც აღნიშნავს. სამების ტაძარში წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, შემდეგ კი მრევლისთვის საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა იქადაგა.
როგორც მისმა უწმინდესობამ თქვა, სამების ტაძრის აშენება ნიშნავდა სულიერი ტაძრის აშენებას იმ ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ერმა და ქვეყანამ გამოიარა.
„ეს არის ერის ერთობლივი ლოცვა, რომელსაც მისი უწმინდესობა წინამძღოლობს. მისიუწმინდესობის ლოცვით ხდება ეს სასწაული - ივერიის გამთლიანება და გაბრწყინება დედაეკლესიაში, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობის სულში, ეს არის გზა, რომელიც ქართველ ერს მოუტანსდიდებას, სულიერ ამაღლებას, სიხარულს და კეთილდღეობას", - მიმართა ერს მიტროპოლიტმა დანიელმა.