reportiori.ge - დავით სერგეენკო მოსახლეობას სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:41
საზოგადოება
დავით სერგეენკო მოსახლეობას სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 17:26



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მინისტრის აღნიშნული რეკომენდაცია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ზიკას ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.



ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ჩვენთვის ეს აქტუალური არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ დაავადების გავრცელების საფრთხე თავიდან ავიცილოთ. შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, უდიდესი ფართობი დამუშავდა, რათა კოღოებისგან წყლიანი ზედაპირების გაუვნებელყოფა მომხდარიყო. ახლა კრიტიკული წერტილები რეალურად არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილით ვიღებთ ზომებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.



სერგეენკოს ცნობით, H1N1 ვირუსით ავადობის სიხშირემ კლება დაიწყო.


ბოლო კვირის მონაცემებით, შემთხვევების კლებაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რისკი განულებულია. დაავადების გავრცელების პიკია გადავლილი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც მკურნალობენ, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მოვლასაც კი საჭიროებს. ავადობის აფეთქების პიკმა გადაიარა, თუმცა ყურადღება ისევ ჭირდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016