reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:56
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 21:25



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდიუნკერი საქართველოში მიიწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.


ევროკომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემები ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირების დღის წესრიგის ახალი პრიორიტეტები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კონკრეტული გზამკვლევი იქნება.


გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა.



გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016